დამატებითი მენიუ

სიახლეები

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია

კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციების, საგანმანათლებლო სექტორში განპირობებული ცვლილებების და პრაქტიკაში წარმატებული ინტეგრირების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, მათ შორის კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ:

  • დაწყებითი, საბაზო და საშაულო საფეხურის სხვადასვა საგნის მასწავლებლებს

მასწავლებლები განავითარებენ ახალ სტრატეგიებს თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში და უზრუნველყონ აქტიური სასწავლო გარემო.

  • სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს

სკოლის ხელმძღვანელები ინფორმაციას მიიღებენ, როგორ შეიძლება მოსწავლეების სასწავლო შედეგების გაუმჯობესება ტექნოლოგიების საშუალებით, როგორ დანერგონ და ხელი შეუწყონ ციფრული კულტურის დამკვიდრებას სკოლაში.

  • სკოლის ინფორმაციულ მენეჯერებს

ისტ მენეჯერები მიიღებენ ინფორმაციას სკოლის ისტ ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ

  • უნივერსიტეტის წარმომადგენლებს

უნივერსიტეტები მიიღებენ ინფორმაციას ციფრულ ერაში სწავლა-სწავლებისთვის საჭირო უნარების თაობაზე უახლესი მიმართულებებისა და ინიციატივების შესახებ.

  • მთავრობისა და ისტ კომპანიების წარმომადგენლებს

მთავრობისა და ისტ ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას საკლასო დონეზე საჭიროებებისა და გამოწვევების, ისტ-ის საკლასო ოთხში გამოყენების უახლესი ტენდენციების, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიებისა და მოდელების შესახებ.

კონფერენცია 19-20 ნოემბერს გაიმართება თბილისში.

12.09.2016

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს