ონლაინ რეგისტრაცია: კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ საიტზე. დარეგისტრირებისას მნიშვნელოვანია მიუთითოთ თუ რა სტატუსით გსურთ მონაწილეობა: როგორც მომხსენებელი, მონაწილე თუ გამოფენის მონაწილე. ამასთან, გამოფენის მონაწილედ დარეგისტრირება მხოლოდ ორგანიზაციას შეუძლია.
პირადი გვერდი საიტზე: წარმატებით დარეგისტრირების შემთხვევაში მონაწილეს და მომხსენებელს ავტომატურად პირადი გვერდი გაეხსნება საიტზე, საიდანაც შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი სესიები დასასწრებად, დაამატონ პირადი სესია (მხოლოდ მომხსენებლის შემთხვევაში), ავტომატიზებულ რეჟიმში შეადგინონ კონფერენციის პირადი განრიგი, დაარედაქტირონ საკუთარი პროფილი, ან ორგანიზატორებისგან მიიღონ შეტყობინებები კონფერენციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაზიარებლად. პირად გვერდზე შესვლას დარეგისტრირებული მომხმარებელი ავტორიზაციის ფუნქციით შეძლებს.
მომხსენებლის რეგისტრაცია: მომხსენებლების სარეგისტრაციო ფორმა სესიის შესახებ ინფორმაციის შესავსებ გრაფებსაც მოიცავს. დარეგისტრირებულ სესიებს შეფასების კომისია განიხილავს. კომისია კონფერენციაზე გამოსატანად შეარჩევს თემებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს კონფერენციის შინაარს და ფორმას. საიტის მოდერატორი სესიის ავტორს საიტის პირად გვერდზე და რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე შეატყობინებს შეირჩა თუ არა სესია კონფერენციაზე წარსადგენად.
მონაწილის რეგისტრაცია: ინფორმაცია მონაწილეთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ საიტის მთავარ გვერდზე განთავსდება. მონაწილე, მომხსენებლისგან განსხვავებით, კონფერენციის მოსაკრებელს იხდის. თანხის გადახდა შესაძლებელია საიტიდან, ონლაინ გადარიცხვის მეთოდით. მონაწილის რეგისტრაცია წარმატებით დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მოსაკრებლის გადახის შემდეგ.
კონფერენციის მოსაკრებელი: მომხსენებელი, რომლის სესიამაც თანხმობა მიიღო კონფერენციაზე წარდგენაზე, თანხას არ იხდის. მონაწილედ დარეგისტრირებული პირი კონფერენციაში მონაწილეობისთვის 20 ლარს იხდის. მოსაკრებლის გადახდა მონაწილის პირადი გვერდიდან ონლაინ გადახდის მეთოდითაა შესაძლებელი, მას შემდეგ რაც მონაწილის რეგიტრაცია დაიწყება.
იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ
მიყევით ბმულს