დამატებითი მენიუ

სიახლეები

პოსტერების სესიის მომხსენებლად რეგისტრაცია 26 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

პოსტერების სესიის მომხსენებლად რეგისტრაცია 26 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

კონფერენციაზე მომხსენებლად (პოსტერების სესია) გამოსვლის მსურველებს გთხოვთ, რეგისტრავია გაიაროთ საიტზე: http://getc.ge/ge/register 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში ვეძებთ პრეზენტაციებს, რომლებიც:

  • წარმოაჩენს მოსწავლეზე-ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას;
  • გაზრდის მონაწილეების ცოდნას ტექნოლოგიებსა და შესაბამის სასწავლო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ საკთხებზე;
  • ხელს შეუწყობს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციაში საგანმანათლებლო ლიდერის უნარების განვითარებას;
  • მონაწილეებს გააცნობს მოდელებს, სტრატეგიებს, სისტემებს და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს ციფრული ეპოქის შესაბამისი სწავლების დანერგვისთვის;
  • პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე წარმოაჩენს სხვადასხვა მოდელს, თუ როგორ შეიძლება ისტ-ისა და საგნობრივი სტანდარტების მიღწევა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დახმარებით;
  • საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად მრავალფეროვან ინსტრუმენტებს გააცნობს განსხვავებული ისტ უნარების მქონე მომხმარებელს.

წარმოდგენილ "პოსტერების სესიის" მოხსენებებს შეფასების კომისია განიხილავს და შეარჩევს მათ შორის ისეთებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • თემის მიზნობრიობა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ჭრილში
  • თემის საგანმანათლებლო მნიშვნელობა და შესაბამისობა კონფერენციის მიმართულებებთან
  • ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა
  • წარმოდგენილი იდეის/ინფორმაციის/მოდელის პრაქტიკაში დანერგვისა და გავრცელების შესაძლებლობა
  • მომხსენებლის ცოდნა და გამოცდილება თემასთან მიმართებაში. 

პოსტერების მომზადება:

პოსტერების მომზადებისა და პოსტერის წარმოდგენის ფორმასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 

21.09.2016

იხილეთ ინფორმაცია სიახლეების გამოწერის შესახებ

მიყევით ბმულს